„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4599
სარეგისტრაციო კოდი
310.020.000.05.001.002.791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 10/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით შეაჩეროს ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში.“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით ადგენენ, ცვლიან და აუქმებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს და აქვეყნებენ მათ „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4599–Iს