,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №178
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის №52 ბრძანებით (13.04.05) შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ლაგოდეხის რაიონში, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის გასწვრივ – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარსა და მდინარე კაბალის შესართავს შორის მდებარე ჭიაურის ტყის ნაწილში ჰიდროლოგიურ ბალანსზე ნეგატიური გავლენის შემსუბუქების, ასევე წყალდიდობის პრობლემების გადაწყვეტისათვის:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) ორ თვეში შეიმუშაოს ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ლაგოდეხის რაიონში მალარიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განახორციელოს ეპიდსიტუაციის სათანადო კონტროლი და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებანი.
3. ეთხოვოს ლაგოდეხის რაიონის გამგეობას, რომ შეისწავლოს მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის – აფენის ქვემო წელში, მისი კალაპოტის გასწვრივ არსებული ხელოვნური თევზსაშენი ტბორების კანონიერების საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კონტროლი დაუწესონ ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებას.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”“?
- „,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”“ მიღებულია 14.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №178. სარეგისტრაციო კოდი — 300.400.000.10.003.000.312.
- სად არის „,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ”“, №178, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.10.003.000.312 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10540/