"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №852
2010 წლ ი ს 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ს აქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნ ორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ს აქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულები ს (სსმ III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. 308) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა.ა) „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულებისა;”;
ა.ბ) „უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობის დებულებებს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულებას;”;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ვ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი