თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №28
2010 წლის 22 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 39 -ე მუხლის მე -3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მუხლი 2
განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1).
მუხლი 3
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ -ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
მუხლი 4
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.
მუხლი 5
აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა.
მუხლი 6
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე.
მუხლი 7
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერმა:
ა) განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები;
ბ) შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
მუხლი 8.
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.
მუხლი 9
დადგენილება ძალაშია 2010 წლის 20 ნოემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
დანართი 1
გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. ჟურნალ -გაზეთები;
2. წიგნები;
3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
4. ყვავილები;
5. ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული).
სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი);
2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
3. ღია კაფეების მოწყობა;
4. შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ მიღებულია 22.10.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 300000000.35.160.016012.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2026-დან.
- სად არის „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“, №28, 22.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300000000.35.160.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1060477/