ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.10.2010 ძალადაკარგული 25.05.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.125.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 05/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

 2010 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა“ დანართი 1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა“ (დანართი №2).

    მუხლი 3.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს     (ზ. ობოლაძე).

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე                        დ. ქათამაძე

დანართი 1

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას  საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა №

 

   ქ. ტყიბული                                                                                                                   20   წელი

1. ეს ოქმი (დაპირება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––           

(გამარჯვებული მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად თვითმმართველობის ქონების

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქონების საწყისი საფასური –––––––––––––––––           (–––––––––––––––––––)

                                                        ციფრებით                          სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––სააუქციონო კომისიის მიერ 20  წლის –––––––––––– მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის ––––––––––––     (–––––––––––––––) ლარი

                                                   ციფრებით            სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) –––––––– შემდგომში   – ქონება.

4. მყიდველი ვალდებულია საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველს უფლება არ აქვს საკუთრების დად ა სტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/ და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.

7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.

8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

9. თვითმმართველობის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმო ბ ის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

10. ოქმიდან (დაპირებიდან) წარმოშობილი სადა ვ ო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ოქმი (დაპირება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს (შემდგომში –განმკარგავი), ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას).

13. ოქმს (დაპირებას), რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამად ა სტურებელი დოკუმენტი.

 

 

კომისიის თავმჯდომარე          ––––––––––––––––––          ––––––––––––––––––

                                                          ხელმოწერა                    სახელი და გვარი

 

საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი

(მყიდველი)                     –––––––––––––                –––––––––––––––––

                                          ხელმოწერა                              სახელი და გვარი

 

ბეჭდის ადგილი

 

დანართი 2

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას  პირობებით

გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა №

 

    ქ. ტყიბული                                                                                                                20   წელი

1. ეს ოქმი (დაპირება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––           

(გამარჯვებული მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.

2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად თვითმმართველობის ქონების

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

               (დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)

 

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქონების საწყისი საფასური –––––––––––––––––           (–––––––––––––––––––)

                                                    ციფრებით                             სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––სააუქციონო კომისიის მიერ 20  წლის –––––––––––– მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის ––––––––––––     (–––––––––––––––) ლარი

                                                    ციფრებით              სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) –––––––– შემდგომში   – ქონება.

4. მყიდველი ვალდებულია საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დ) და ა.შ.

7. მყიდველი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვები ს დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამ ო უხმობ ი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ ორი თ ვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

8. მყიდველს გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტთან (შემდგომში – განმკარგავი) შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მი ღ ებული ქონების მოვლა-პატრონობა სა და დაცვაზე.

9. მყიდველი ვალდებულია ოქმის (დაპირების) მოქმედების პერიოდში განმკარგავს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ოქმით (დაპირებით) გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ.

10. განმკარგავის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლებით დადასტურების შემდეგ ოქმის (დაპირების) მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონ ე ბა ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (დაპირებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს განმკარგავს.

11. ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებ უ ლად ითვლება განმკარგავის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

12. ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორცილებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის (დაპირების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05%-ს.

13. ოქმით (დაპირებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განმკარგავის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

14. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუ თ რების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

15. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვ ა ლდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

16. მყიდველი ვალდებულია ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებები საკ უ თრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგის ტ რიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

17. ოქმიდან (დაპირებიდან) წარმოშობილი სადა ვ ო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

18. ოქმი (დაპირება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება განმკარგავს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

19. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (დაპირების) შინაარ ს ს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (დაპირებას).

20. ოქმს (დაპირებას), რომელიც განმკარგავთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შ ემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კომისიი ს თავმჯდომარე  –––––––––––––––––––––               –––––––––––––––––––––––––

                                               ხელმოწერა                                        სახელი და გვარი

           

საჯარო აუქციონში გამარჯვებული  პირი

 (მყიდველი)             –––––––––––––––––––––               –––––––––––––––––––––––––

                                          ხელმოწერა                                        სახელი და გვარი