საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.07.2006 ძალადაკარგული 29.01.2008
ნომერი
№546
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.008889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 14/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.889

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №546

2006 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციე­ბის დეპარ­ტამენტის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების პირ­ველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დებულება“;

ბ) ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსე­ბის სამინისტროს ზედამხედველობის სამმარ­თვე­ლოს დებულება“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარ­ტა­მენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოად­გენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინის­ტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტა­ტო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5

თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერ­თობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგა­რეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადე­მიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივ­ნოებთან;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში, განახორციელოს საქარ­თვე­ლოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელ­შეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეს­რუ­­ლების მდგომარეობის მონიტორინგი;

გ) განახორციელოს გარემოსდაცვითი მონიტორინგი მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ტრანსსასაზღვრო ობიექტებზე მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში;

დ) უზრუნველყოს საქართველოში კლიმატის ცვლი­ლების გლობალური კონვეციით ნაკისრი ვალ­დებუ­ლებების შესრულება.

    მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლი­ლების სამმართველო;

ბ) ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველო;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.

    მუხლი 7

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეო­რო­ლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართვე­ლოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლე­მებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირე­ბის, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუ­შავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. იგი პასუხს აგებს საქართველოში კლიმატის ცვლილე­ბის მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგა­ნოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქ­ტობრივი და პროგნოსტიკური ინფორმაციით უზრუნ­ველ­ყოფაზე;

ბ) კლიმატის ცვლილების მიმართ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოწყ­­ვ­ლა­დობის შეფასება, ამ დარგების ადაპტირების უნარის დადგენა, კლიმატის ცვლი­ლე­­ბის შესუსტების ღონისძიებების და მათ საფუძველზე ეროვნული პოლიტიკის სტრა­­ტეგიული გეგმის შემუშავება და სამინისტროს წინაშე რეკომენდა­ციებით წარდგე­ნა;

გ) კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქარ­თველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადება ქვეყნის შე­­საბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრო­მ­ლო­ბით;

დ) კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის განხორციელება;

ე) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენ­ციით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვა­ლ­დებულებათა შესრულე­ბისათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სა­კი­თ­ხე­ბში საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლე­ვი­თი და სხვა ორგანიზა­ციე­ბის სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით გარემოს დაცვისა და ბუ­ნე­ბ­­რი­ვი რესურსების სამინისტროსათვის წინადადებების მომზადება;

ვ) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბა­მი­სად საქართველოში სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გა­ძ­ლი­­ერებისაკენ მიმართული პროექტების (პროგრამების) მომზადება;

ზ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან და­კავ­ში­რებულ საკითხებში საზოგადოებისათვის განსაკუთ­რებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებთა ინფორმირება;

თ) კიოტოს ოქმით განსაზღვრული სუფთა განვითარე­ბის მექანიზმის (სგმ) ამოქმედებით კონვენციის საბო­ლოო მიზნის მიღწევისათვის ღონისძიებათა განხორ­ციელება თავის ი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შე­­ს­წავლა, მოწყვლადი სისტემების ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შე­მა­რ­ბი­ლე­ბელი ზომების განმახორციელებელი პროექ­ტების შესახებ ინფორმაციის მოძი­ება, მისი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროექტების შემუ­შა­ვება;

კ) საქართველოში ,,კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული პოლიტიკის განხორცი­ე­ლე­­ბის უზრუნველყოფა.

2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრუ­ლებისას ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლი­­ლების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში უფლებამოსილია წარმოადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს ინტერესები გაეროს კლიმატის ცვლილე­ბის ჩარჩო კონვენციისა და ამ კონვენციის კიოტოს ოქმის ხელმძღვანელ ორგანოებში და მუშა ჯგუფებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    მუხლი 8

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანე­ბია:

ა) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში;

ბ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის პროგრამის განხილვაში მონაწილეობა;

გ) სამინისტროს მიერ მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მონიტორინგი;

დ) მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში ბუნებ­რივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და ასეთის არსებო­ბის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების იფორმირება;

ე) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების ადგილმდებარეობის მიხედვით მინისტრის ბრძანებით რეგიონალურ სამმართველოებში შექმნილი მონიტო­რინ­გის ჯგუფების ხელმძღვანელობა.

2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას ეკოლოგიური მონიტორინგის სამმარ­თვე­ლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამო­სი­ლია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ანგარიში და სხვა დამატებითი ინფორმაცია თავისი უფლებამოსი­ლე­ბით განსაზღვრული საკითხების შესახებ როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პროცესში;

ბ) წარუდგ ინოს ს წინადადებებ ი მინისტრს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, არასამთავრო­ბო ორგანიზაციების სპეციალისტები ს, კონსულტანტები ს, დამოუკიდებელი ექსპერტების სამუშაოდ მოწვევასთან დაკავშირებით;

გ) იზრუნოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღ­ლე­ბაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებ­თან და უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

დ) კოორდინაცია გაუწიოს მაღალი ეკოლოგიური რისკების მქონე ობიექტების მონიტორინგის საერთაშო­რისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დანერგვას;

ე) ისარგებლოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებით.

3. ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველო ვალდებულია:

ა) აწარმოოს კვარტალური ანგარიშგება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემ­დგომ­ში – მინისტრის) წინაშე, ობიექტების მონიტორინ­გის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექ­ტების მონიტორინგის შესახებ.

    მუხლი 9

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციები და ამოცა­ნებია:

ა) მონაწილეობა მიიღოს და კოორდინირება გაუწიოს სამინის­ტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგა­ნიზა­ც ი ებ­თან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებ­თან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;

ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რე­გიო­ნული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი საკონტაქტო პირების საქმიანობას;

გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიო­ნულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღო­ნისძიებების ორგანიზებაში;

დ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმარ­თუ­ლებების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებუ­ლებულებების შესრულების კოორდინირებაში;

ე) განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლე­ბებ­ში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი;

ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში და კოორ­დინირება გაუწიოს ქვეყანაში საკითხთან დაკავშირე­ბულ განსახორციელებელ შიდა პროცედურებს;

ზ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშო­რისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტო­რინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელ­მწიფო პოლიტიკის რეალიზებაში;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განახორ­ციელოს და მონაწილეობა მიიღოს ევროპული და ევ­როატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პოლი­ტიკის რეალიზებაში.

2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრუ­ლებისას საერთაშორისო ურთიერთობების სამმართვე­ლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება­მოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზა­ციებ­თან ურთიერთობებში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გარემოს­დაც­ვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები კონვენციებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების დანიშვნის შესახებ. აგრეთვე არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით უზრუნველყოს კონვენციების შესაბამისი სამდივნოების ინფორმირება;

დ) განახორციელოს უშუალო მუშაობა კონვენციე­ბის მოთხოვნათა რეალიზებაში;

ე) კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად მოითხოვოს ანგარიშები და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადა­­დე­ბები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ვ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდე­ბუ­­ლებების შესრულებას და ამ საკითხთან დაკავში­რებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს შესაბამისი კავშირები როგორც საქართვე­ლოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავ­რობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზა­ციებთან;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, შეთანხმებაზე ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ მომზა­დებული მასალის საფუძველზე;

თ) მინისტრის სამდივნოდან პერიოდულად მიიღოს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანი­ზაციების წარმომადგენლებთან მინისტრის შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგ­მი­ლი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანი­ზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 10

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­­სუფლებს მინისტრი.

    მუხლი 11

დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 12

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯე­როვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინის­ტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარ­ტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენ­ტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადა­დებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გა­დაწ­ყვე­ტის თვალსაზრისით;

ზ)­ წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარ­ტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამარ­თლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 13

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებო­ბაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯერო­ვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინის­ტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ბ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეუ­ლი მუშაობის შესახებ;

გ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მოვალეობებს.

    მუხლი 14

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელ­მძღვანე­ლობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგე­ბე­ლია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახუ­რებ­რივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფრო­სები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფრო­სის/მოადგილის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.

    მუხლი 15

დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.