საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.09.2005 ძალადაკარგული 06.04.2006
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.123.007695
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 06/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.007.695

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №290

2005 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამ­ტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რე­სურ­სების მართვის სამსახურის თანდართული დებუ­ლება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანებით დამტკიცებუ­ლი ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების მე-2 მუხლის „გ” პუნქტი, მე-3 მუხლის „ვ”, „ზ”, და „კ”, პუნქტები, მე-6 მუხლის „გ” პუნქტი, მე-11 მუხლი.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საკადრო რესურსების მართვის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მარ­თვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2.

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებ­ლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებუ­ლებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენი­ლებებით, ამ დებულებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3.

სამსახურს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით.

 

 

თავი II. სამსახურის ამოცანები

    მუხლი 4.

სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგე­ნილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებ­რივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპ­ლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულე­ბისა და მივლინების შესახებ საკითხების მოგვარება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

დ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიც­ხვა-წარმოება;

ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინა­ცია;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფე­სიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავში­რებული საკითხების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანი­ზება;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;

კ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა;

ლ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნ­ველყოფა;

მ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შეს­რულებაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი;

ნ) სამინისტროს სახელით სასამართლოში წარმომად­გენლობის უზრუნველყოფა შრომით დავებთან დაკავ­შირებით;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოება;

ჟ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესე­ბულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

რ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებ­ლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსი­ლების განხორციელება.

    მუხლი 5.

დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით სამსახური:

ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით ამუშავებს რეკომენდა­ციებს;

ბ) ნომენკლატურის მიხედვით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გა­დაად­გილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დის­ციპ­ლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებუ­ლებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექ­ტების მომზადებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორ­ციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკე­ბის, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

დ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზ­ნით, დადგენილი წესის შესაბამისად, ატარებს რე­ვიზიას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორ­ციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;

ვ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე სა­მი­ნისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების და­სა­კავებლად კონკურსის ორგანიზებას, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივ გამოყენებას და ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

თ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სტაჟიო­რად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზებას და სტაჟირების გავლის კონტროლს;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს სამინის­ტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარების ორგანიზებას;

კ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამ­სახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ბრძანებების რეგისტარციას;

ნ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსა­ხურეთა რაოდენობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;

ო) ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორ­ციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემასა და აღრიცხვას;

ჟ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე უზრუნველ­ყოფს ხელშეკრულებების დადებას;

რ) შეიმუშავებს შინაგანაწესს და კონტროლს ახორციელებს მის შესრულებაზე;

ს) უზრუნველყოფს სამსახურში ახლად დანიშნულ მოსამსახურეთა მიერ საჯარო მოსამსახურის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურას;

ტ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვა­ნელებთან შეთანხმებით ადგენს მოსამსახურეთა შვებუ­ლების გრაფიკს;

უ) ორგანიზაციას უწევს საიდუმლო გრიფით შემოსუ­ლი კორესპონდენციის და დოკუმენტების მიღებას, საი­დუმლო დანიშნულების დოკუმენტების კორესპონდენ­ციების დაგზავნას;

ფ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას და მათი მონაცემთა ბაზის შექმნას;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორ­ციელებს სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოებას.

    მუხლი 6.

სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 7.

სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებო­ბის შემთხვევაში) წინაშე.

თავი III. სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 8.

სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 9.

სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს სამსახურში შემოსულ ან მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსა­ხურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და და­ვალებებს;

დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე სამსა­ხუ­რის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებს, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

თ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;

ი) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე;

ლ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

მ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სა­მინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზ­ნით, რევიზიების უზრუნველყოფას დადგენილი წესის შესაბამისად;

ნ) ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;

ო) უზრუნველყოფს ან კონტროლს უწევს სასამარ­თლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას შრომით დავებთან დაკავშირებით;

პ) ახორციელებს თანამდებობით დაკისრებულ და კანონ­მდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსი­ლებებს.

    მუხლი 10.

1. სამსახურს ჰყავს უფროსის მოადგილე, რომელ­საც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებო­ბაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსის არყოფნის დროს მის მოვა­ლეობას ასრულებს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 11.

სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს მინისტრისა და სამსახურის უფრო­სის დავალებებსა და მითითებებს;

ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამსახურის უფროსის წინაშე მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) ვიზას ადებს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორ­განიზაციის, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისე­ბის ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ სახსრებს, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხის­მგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ზ) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს სამი­ნის­ტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას მიმდინარეობის შესახებ. დადგენილ ვადებში ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებუ­ლებების, აგრეთვე მოქალაქეთა საჩივრების, განცხა­დებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრძანებების პროექტებს;

ი) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამსახურში არსებული პრობლემებისა და გამოსავალი გზების პოვნის შესახებ;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ლ) ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარების საკითხებს.

    მუხლი 12.

სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამსახურის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზ­ღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.

    მუხლი 13.

სამსახურის მოსამსახურე:

ა) დადგენილ ვადებში ასრულებს სამსახურის ხელ­მძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს და პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;

ბ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს მუშაობის ორგანიზების შესახებ;

დ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს არსებული პრობლემებისა და გამოსავალი გზების პოვნის შესახებ;

ე) სამსახურის უფროსის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებს, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ვ) სამსახურის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

თ) ახდენს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამინისტროს ბრძანებების რეგისტრაციას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურებრივი ცნობების გაცემას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველ­ყოფს დოკუმენტების დამოწმებას;

მ) ახორციელებს ხელმძღვანელობის მიერ დაკის­რებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 14.

სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება სა­მინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკი­ცებს მინისტრი.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15.

სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.