საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №9
2010 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 26 მარტის №17 დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესების“ დამტკიცების შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული №5 ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, მიმდინარე, საბიუჯეტო და დროებითი ანგარიშების გახსნის შესახებ“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის მიერ 1993 წლის 1 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გაცემის, მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გამოყენების წესების შესახებ“.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1995 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შეწყვეტის დროებითი წესები“.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის მიერ 1995 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებით დამტკიცებული „კომერციული ბანკებისათვის სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზიის გაუქმების დროებითი წესები“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ მიღებულია 25.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.11.004.016001.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, №9, 25.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1065595/