საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2000 ძალადაკარგული 28.12.2001
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.18(0).012.004254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 31/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.254

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

  მინისტრის ბრძანება № 28

2000 წლის 23 მაისი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №140 ბრძანებულების შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის თანდართული დებულება.

2. დაინიშნოს ზურაბ შავიშვილი საჯარო სამართლებრივი იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსად.

3. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით გაუქმდეს „ავტოსატრანსპორტო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სრულყლფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 24 აგვისტოს № 52 ბრძანების პირველი პუნქტი.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                   მ. ადეიშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისსამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური (შემდგომში –სამსახური) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სათანადო სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

3. სამსახურის დაფინანსების წყაროდ განსაზღვრულია:

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების შედეგად ამოღებული საჯარიმო თანხების 40 პროცენტი კანონით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას და დადგენილი წესის შესაბამისად გადაცემული აქვს საქართველოს სახემწიფო ქონების მართვის სამინისტროსგან.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკებში, ხაზინაში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის №12.

    მუხლი 2. ძირითადი მიზანი და ამოცანები

1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ დაუშვას ან მაქსიმალურად აღკვეთოს ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეთა მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევები.

2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს ავტოსადგურების, მოძრავი შემადგენლობის დატვირთვის ან განტვირთვის პუნქტებში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების საწყის ან ბოლო გაჩერებებზე, აგრეთვე საავტომობილო ტრანსპორტში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ მომსახურების ობიექტებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

3. სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლის დაწესება მეწარმეთა მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე საავტომობილო გადაზიდვების და ავტოსატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული სხვა სახეობის საქმიანობის განხორციელებისას.

    მუხლი 3. საქმიანობის საგანი

სამსახურის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო კონტრლოლის უზრუნველყოფა მეწარმე სუბიექტების მიერ:

1) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესების შესრულებაზე;

2) ტვირთის გადაზიდვის წესების შესრულებაზე;

3) ავტოსადგურების საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესრულებაზე;

4) სავალდებულო სერტიფიკაციის წესების შესრულებაზე;

5) ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული საგზაო–სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოებისა და გამოყენების წესების შესრულებაზე;

6) სამგზავრო სამარშრუტო გადაზიდვების ორგანიზაციის და მართვის ერთიანი წესის შესრულებაზე;

7) საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო კონვენციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობების შესრულებაზე;

8) სამგზავრო რეგულარულ მარშრუტზე მომსახურების უფლების მოპოვებისათვის კონკურსში გამარჯვებულ გადამყვანსა და საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

9) კონტროლის განხორციელება მეწარმეთა მიერ ავტოტრანსპორტის სფეროში შესრულებული სამუშაოების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო დოკუმენტაციის გამოყენებაზე.

    მუხლი 4. კომპეტენცია

სამსახური უფლებამოსილია:

1) დადგენილი წესით განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საქმიანობით დაკავებულ მეწარმე სუბიექტთა შემოწმება;

2) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;

3) სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად მოიწვიოს ექსპერტები და სხვა სპეციალისტები;

4) აცნობოს საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს (საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს) და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს მათ კომპეტენციაში შემავალი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შესახებ;

5) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოებს:

6) მოითხოვოს შესაბამისი ორგანოებისაგან ავტოსატრანსპორტო საქმიანობაზე გაცემული ნებართვების გაუქმება ან შეჩერება.

    მუხლი 5. მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას და მის კონტროლს;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურას, საშტატო განრგის, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშერულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

დ) დებს შრომით ხელშეკრულებებს ექსპერტებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;

ე) გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც წარმოადგენს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს და გამოიცემა ერთჯერადი ხასიათის მოქმედების შესასრულებლად; ანაწილებს ფუნქციებს და მოვალეობებს სამსახურის მუშაკებს შორის, ამტკიცებს სამსახურის მუშაობის შინაგანაწესს და თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ვ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებზე, სამსახურის სახელით დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს და წარმოადგენს მას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ზ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველად შეაქვს საკითხები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომებზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის მუშაკებს გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

    მუხლი 6. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი

1. სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტრლოლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამათლზომიერი გადაწყვეტილება.

3. სამსახურის სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობას, დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 7. რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.