„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №14
2010 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (შემდეგში – კამერული ორკესტრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს კამერული ორკესტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კამერული ორკესტრისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 11.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002..
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის შექმნის შესახებ“, №14, 11.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106654/