საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№474
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 03/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №474

2000 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ შემოტანილი და ნაშთად რიცხული საქონლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს N500 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: დავით ონოფრიშვილი, ვლადიმერ პაპავა, კობა ნარჩემაშვილი, ზურაბ სოსელია, ლადო ჭანტურია და ოლეგ ნიკოლეიშვილი.

2. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯემალ გახოკიძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი

ვანო ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველო­ბისა და ვაჭრობის მინისტრი.

3. ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები „1999 წლის 1 ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 1 აპრილამდე“.

ე. შევარდნაძე