„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ შემოტანილი და ნაშთად რიცხული საქონლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№404
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 23/09/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №404

2002 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ შემოტანილი და ნაშთად რიცხული საქონლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამო-ყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ შემოტანილი და ნაშთად რიცხული საქონლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ზურაბ ნოღაიდელი, ვახტანგ ქუთათელაძე, კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.

2. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.

3. ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები „2001 წლის 1 აპრილამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 31 დეკემბრამდე“.

ე. შევარდნაძე