„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 27/01/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №14

2000 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრ ძ ანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები: „შენობის პირდაპირი მიყიდვა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის დამაგრება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსათვის“ შეიცვალოს სიტყვებით: „შენობისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსათვის“.

2. მე-3 პუნქტში სიტყვები: „ამონაგები თანხა ჩაირიცხოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ანგარიშზე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ამონაგები თანხა 2000000 (ორი მილიონი) გერმანული მარკა, ჩაირიცხოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ანგარიშზე“.

3. ბრძანებულების მე-4 პუნქტში სიტყვები: „შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის ნაწილში“ შეიცვალოს სიტყვებით: „შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის ნაწილში, რათა ჩაითვალოს ბიუჯეტში მიღებულად და ბიუჯეტიდან გაცემულად ქ.თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის შენობის მიყიდვით ამონაგები თანხა 2000000 (ორი მილიონი) გერმანული მარკა.

მათ შორის ხარჯების ნაწილში:

ა) 708000 (შვიდას რვა ათასი) გერმანული მარკა ჩაითვალოს ბიუჯეტიდან გაცემულად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კაპიტალური ხარჯების მუხლით საელჩოს ადმინისტრაციული შენობის შეძენისა და ამ გარიგების გაფორმების ხარჯებისათვის;

ბ) 1292000 (მილიონ ორას ოთხმოცდათორმეტი ათასი) გერმანული მარკა დარჩეს საელჩოს სპეცანგარიშზე 2000 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ.ბერლინში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული შენობის სარეკონსტრუქციო და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასაფინანსებლად და თანამშრომელთა ბინების შესაძენად“.

4. ბრძანებულების მე-5 პუნქტში 1998 წელი შეიცვალოს 2000 წლით.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2000.
როდის იქნა მიღებული „ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე?
„ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე მიღებულია 24.01.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
სად არის „ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოსათვის შენობის შეძენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №379 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე, №14, 24.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1066696/