„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №377
2008 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა, სამინისტროს არქივის მართვა;“.
გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.ე.ა) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადება, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.ე.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება;“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებისა და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების „გ.ე.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების „გ.ე.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 13 აგვისტოს.
მ. სააკაშვილი