„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 25/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №47

2010 წლის 22 იანვარი

 ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვების: „ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას,“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ტოპოგრაფიული სამმართველო ახორციელებს სამხედრო ძალების ტოპოგეოდეზიურ უზრუნველყოფას;“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში სიტყვების: „პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას.“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიგრაფიული ნაწარმით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №47, 22.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106756/