საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.024
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №376/ნ/246
2001 წლის 16-23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულებით “სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობის პროექტი (SRS)” ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აგრეთვე “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის №190 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს “საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტის გაანგარიშების მეთოდიკა” (დანართი 1).
2. საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სახსრები.
3. აღნიშნული მეთოდიკის გამოყენებით სამედიცინო დაწესებულებათა დათხოვნილი სამედიცინო პერსონალისათვის გასაცემი საკომპენსაციო პაკეტების გაანგარიშება განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებათა ადმინისტრაციის მიერ.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
ზ. ნოღაიდელი
დანართი 1
საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტის გაანგარიშების მეთოდიკა
1. საკომპენსაციო პაკეტი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა. სახელფასო დავალიანება (თუ ასეთი არსებობს);
ბ. დახმარება შრომის კანონთა კოდექსის 38-ე და 423 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ. ერთჯერადი განაცემი (კომპენსაცია).
2. ერთჯერადი განაცემის (კომპენსაციის) მოცულობა პროპორციულია მოცემულ დაწესებულებაში თანამშრომლის საერთო მუშაობის სტაჟისა და საშუალო თვიური ხელფასისა და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
n
K = ∑Si x Ei
i=1
სადაც:
K - არის ერთჯერადი განაცემის თანხა (კომპენსაცია);
Ei - არის i –ური კატეგორიით (ექიმი, საშუალო, უმცროსი სამედიცინო პერსონალი) საერთო მუშაობის სტაჟი (წლებში);
Si - არის i –ური თანამდებობის ან კატეგორიის საშუალო თვიური ხელფასი;
i - არის თანამდებობის (კატეგორიის) ინდექსი.
3. თანამდებობის ან კატეგორიის საშუალო თვიური ხელფასი განისაზღვრება ბოლო კალენდარული 12 თვის მანძილზე ამ თანამდებობისათვის (ან კატეგორიისათვის) დარიცხული ხელფასების საშუალო არითმეტიკულით.
4. ორგანიზაციაში თითოეულ თანამდებობაზე (კატეგორით) მუშაობის საერთო სტაჟი განისაზღვრება აღნიშნულ თანამდებობაზე (კატეგორიაზე) სრულად ნამუშევარი წლების რაოდენობას დამატებული არასრული ნამუშევარი წელიწადი, დამრგვალებული არითმეტიკული დამრგვალების წესით ნახევარი წლის სიზუსტით.
5. თუ მე-2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული ერთჯერადი განაცემის (კომპენსაციის) თანხა აღემატება: ექიმთა კატეგორიისათვის თვიური საარსებო მინიმუმის 24-მაგ ოდენობას; საშუალო სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის თვიური საარსებო მინიმუმის 18-მაგ ოდენობას; უმცროსი სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის თვიური საარსებო მინიმუმის 12-მაგ ოდენობას, მაშინ ერთჯერადი განაცემის (კომპენსაციის) მოცულობა განისაზღვრება:
ა) ექიმთა კატეგორიისათვის – თვიური საარსებო მინიმუმის 24-მაგი ოდენობით;
ბ) საშუალო სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის - თვიური საარსებო მინიმუმის 18-მაგი ოდენობით;
გ) უმცროსი სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის - თვიური საარსებო მინიმუმის 12-მაგი ოდენობით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2003.
- როდის იქნა მიღებული „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“?
- „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.10.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №376/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.11.119.005024.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.02.2003-დან.
- სად არის „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“, №376/ნ, 16.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.005024 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1072518/