,,საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2004 ძალადაკარგული 03.11.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.10.003.000.063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 10/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2004 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თანდართული ფორმით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) დაამტკიცოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

საქართველოს გერბი

 

საქართველო

 

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

 

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №

 

 

ეძლევა          _______________________________________________________
                         (მესაკუთრე, მისი მისამართი და საანგარიშსწორებო ანგარიში ბანკში)

 

_______________________________________________________ მასზედ,

რომ მას გადაეცა საკუთრებაში ______________________________________

                                             (ობიექტის დასახელება, ობიექტის მისამართი)

 

 

მიწის ფართობი ______________ კვ. მეტრი __________________________

                                                                      (მიწათსარგებლობის ფორმა)

საფუძველი: _____________________________________________

 

 

 

ხელშეკრულება № „__“ __________________________ მიღება-ჩაბარების აქტი

 

„__“ _______ მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპალარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცა

_______________________________________________________

(მესაკუთრის სახელი, მამის სახელი, გვარი, დასახელება)

 

მეორე ინახება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, მესამე (საჯარო რეესტრში). მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომლებიც წამოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.

 

გაცემულია 200 წლის       „__“     ______________________

მინისტრი

 

ბ.ა.