"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/205-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1/158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 08/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/158              

2010 წლის8 ოქტომბერი

 ქ. თბილისი                            

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/205-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/205-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ლოჯისტიკის სამსახური.“;

 

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღებისა და სამშენებლო პროცესების ორგანიზებას და მიმდინარეობის კონტროლს, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობასა და საწვავის მიწოდებას, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ)მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

    „მუხლი 13. ლოჯისტიკის სამსახური

ლოჯისტიკის სამსახური:

ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

ბ) იღებს, აღრიცხავს და ასაწყობებს დეპარტამენტის მიერ შესყიდულ საქონელს;

გ) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული ქონების, მისი მოძრაობისა და გამოყენების კონტროლს, რეზერვების გამოვლენასა და მობილიზებას.".

2. გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი2ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                

 

 

 

„დანართი2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულების რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

ადმინისტრაცია

 

 

დეპარტამენტის თავმჯდომარე

1

2360

თავმჯდომარის მოადგილე

2

1950

სპეციალისტი(მდივან-რეფერენტი)

1

600

სულ:

4

 

დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი

1

1300

მთავარი სპეციალისტი

2

890

სპეციალისტი

1

770

სულ:

4

 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი

1

1300

მთავარი სპეციალისტი (სამშენებლო საქმეთა ორგანიზება)

2

890

მთავარი სპეციალისტი

1

890

სპეციალისტი

1

770

დამხმარე მოსამსახურე

3

420

დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი)

2

420

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

2

240

სულ:

12

 

საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი

1

1300

მთავარი სპეციალისტი

4

890

სპეციალისტი

1

770

სულ:

6

 

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება

 

 

განყოფილების უფროსი

1

1180

მთავარი სპეციალისტი

1

890

სპეციალისტი

1

770

სულ:

3

 

საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი

1

1240

მთავარი სპეციალისტი (საკადრო უზრუნველყოფის საკითხებში)

1

830

მთავარი სპეციალისტი (სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში)

1

830

მთავარი სპეციალისტი (საქმისწარმოების უზრუნველყოფის საკითხებში)

1

830

სულ:

4

 

საარქივო განყოფილება

 

 

განყოფილების უფროსი

1

1070

სპეციალისტი

3

710

სულ:

4

 

ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი

1

1360

ქსელის ადმინისტრატორი

1

1130

მთავარი სპეციალისტი – ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერი

1

890

მთავარი სპეციალისტი – სისტემური ინჟინერი

2

890

სპეციალისტი– ტექნიკური ინჟინერი

1

830

დამხმარე მოსამსახურე

1

480

სულ:

7

 

ლოჯისტიკის სამსახური

 

 

სამსახურის უფროსი

1

1300

მთავარი სპეციალისტი

2

890

დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი)

3

420

სულ:

6

 

ჯამი

50".

 

 

    მუხლი 2

ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2010 წლის 11 ოქტომბრიდან.

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                                                             ვ. ცერცვაძე