„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით. ლატარიის ორგანიზება და ჩატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დელეგირებულ უნდა იქნეს ამ მიზნით მოწყობილ ტენდერში გამარჯვებულ პირზე.
2. ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული პირი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 7 პროცენტს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20 პროცენტი მოხმარდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 დეკემბერი
№3968–რს