სააქციო საზოგადოება ,,გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს" შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ენერგეტიკა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №236

1996 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოს“ შექმნის შესახებ

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს შეიქმნას სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და რუსეთის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ 1995 წლის 10 ივლისის შეთანხმების შესაბამისად.

2. დაევალოთ:

– საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (ა. სილაგაძე) და საქართველოს სათბობენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციას (დ. ზუბიტაშვილი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და საქართველოს სახელით იყოს მისი დამფუძნებელი;

– საქართველოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს ხელი შეუწყონ სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ ჩამოყალიბებ ი სა და სათანადო სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე