საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2000 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№140
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 17/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №140

2000 წლის 8 აპრილი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ

„საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შესრულებისათვის ხელშეწყობის და ავტოტრანსპორტზე სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულფასოვნად ამოქმედების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტრუქტურაში არსებული რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური.

2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვნა.

3. რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს:

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების შედეგად ამოღებული საჯარიმო თანხების 40 პროცენტი კანონით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

4. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ტრანსპორტის სამინისტრომ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის (დ. ძოწენიძე) მეშვეობით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ:

ა) რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება დადგენილი წესით;

ბ) ამ სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო ქონების გადაცემა არსებული წესით.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის N 145 ბრძანებულების მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

6. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და წარმოადგინოს კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2006.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“ მიღებულია 08.04.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №140. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2006-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“, №140, 08.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1079761/