ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.11.2010 ძალადაკარგული 05.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.107.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 16/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალტეტის საკრებულოს
დადგენილება  №38
2010 წლის 1 ნოემბერი
დ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანდართულ თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ლემონჯავა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
(ლარობით)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2360
2
გამგებელი
2360
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1100
4
გამგებლის მოადგილე
900
5
სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი
700
6
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
650
7
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი
500
8
გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი
450
9
გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული
400
10
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი:
ა) მთავარი სპეციალისტი

ბ) უფროსი სპეციალისტი

გ) წამყვანი სპეციალისტი

დ) სპეციალისტი

420

395

315

240