საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3750
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 05/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე აღნიშნული მცურავი ობიექტის კონტროლის წესი განისაზღვრება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. 791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 791

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფის ოდენობას ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.“.

3. 116-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს ადმინისტრაციამ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა საქართველოს საზღვაო კოდექსის 791 მუხლის შესრულების მიზნით 2010 წლის 1 დეკემბრამდე ერთობლივად უზრუნველყონ საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცება.

2. „საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №88-№3/ნ ერთობლივი ბრძანება ძალაშია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

3750–II