საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3749
სარეგისტრაციო კოდი
420000000.05.001.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 05/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება

საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო, იურიდიული და ფიზიკური პირების (მათ შორის, უცხო სახელმწიფოს) საკუთრება, გარდა საჰაერო ტრასებისა, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა, თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა, საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

2. მე-8 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ავიაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

3. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. ფრენის უფლება. საფრენოსნო დავალება

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა, ამ კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოსთან შეთანხმებით.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

3. ფრენის გეგმიდან გადახვევა დაიშვება შესაბამისი ორგანოს თანხმობით ან ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მფლობელობაში არსებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის ამ ექსპლუატანტის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

3749–II