"წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 01.10.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016038
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 17/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
"წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
7
6
2010 წლის 29
ოქტომბერი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი
1🔗
დამტკიცდეს დებულება „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ (თან ერთვის).
მუხლი
2🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
მუხლი
3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს
თავმჯდომარე
მ. საღარეიშვილი
დანართი
№1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა.
4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში.
5. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენება
1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) სპორტულ კავშირებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს;
გ) საპატიო მოქალაქეთა ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ გამოჩენილ ადამიანთა პატივგების კომისიას, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირესების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) წარდგენილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა.
მუხლი 3🔗. პატივგების დროებით კომისიაში კანდიდატურების განხილვა
1. გამოჩენილ ადამიანთა პატივგების დროებით კომისიაში წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ. პატივგების დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან.
2. გამოჩენილ ადამიანთა პატივგების საქალაქო კომისიას ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე;
გ) საკრებულოს აპარატის უფროსი;
დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ასევე, სხვა სამსახურების წარმომადგენლები;
ვ) მასმედიის წამომადგენლები;
ზ)განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, მწერლობისა და ქალაქის კულტურული ცხოვრების სხვა წარმომადგენლები;
თ) საპატიო მოქალაქეები.
4. პატივგების დროებითი კომისია:
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზვრული წესის შესაბამისად;
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად საკრებულოს წინაშე რეკომენდაციის მიცემის თაობაზე;
დ) პატივგების დროებითი კომისიის გადაწვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და საბოლოო გადაწვეტილებას იღებს საკრებულო.
მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. საკრებულო განიხილავს გამოჩენილ ადამიანთა პატივგების დრობითი კომისიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურათა რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ კანდიდატურებზე წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.
2. საკრებულოს სხდომა ტარდება ღიად და საჯაროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობისა და მედელების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან:
– წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
– წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები;
– საპატიო მოქალაქეები;
– მასმედიის წარმომადგენლები;
– გამოჩენილი ადამიანები;
– პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები;
– მოწვეული სტუმრები;
– საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები.
4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად გადაეცემა სამახსოვრო ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო, დადგენილი წესის შესაბამისად.
5. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 5🔗. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უფლებები
1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ წყალტუბოში მცხოვრები მოქალაქეები.
2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დიკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში;
გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები.
3. ღირშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე ქალაქის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, შესაძლოა განხორციელდეს საპატიო მოქალაქეთა ერთდროული, ინდივიდუალური მატერიალური წახალისება.
მუხლი 6🔗. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან დებულების მოქმედების შეჩერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.