„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №64 |
|
2014 წლის 26 სექტემბერი ქ. წყალტუბო |
|
მინიჭების წესი
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა.
4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში.
5. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს.
ბ) სპორტულ კავშირებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს.
გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება.
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები.
გ) კანდიდატის ღირესების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები.
დ) წარდგენილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა,
2. კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ შეიძლება იქნან საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომდგენლები.
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს.
ბ)გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზვრული წესის შესაბამისად.
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობისა და მედლების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან:
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები;
- საპატიო მოქალაქეები;
- მასმედიის წარმომადგენლები;
- გამოჩენილი ადამიანები;
- პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები;
- მოწვეული სტუმრები;
- საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად გადაეცემა სამახსოვრო ფასიანი საჩუქარი, ან ფულადი ჯილდო.
4. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დიკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში.
გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში.
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვირეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები.
3. ღირშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე ქალაქის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს საპატიო მოქალაქეთა ერთდროული, ინდივიდუალური მატერიალური წახალისება.
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
დამტკიცდეს „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №76 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016038 17/11/2010).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების
მინიჭების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი