„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2017 წლის 27 იანვარი ქ. წყალტუბო |
|
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისივე თანხმობით ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის.
3. ,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის” წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა.
4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
ა) წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მქონე არანაკლებ 3 პირისაგან შემდგარ ჯგუფს;
ბ) საინიციატივო ჯგუფს – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არანაკლებ 25 პირის შემადგენლობით;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს (კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა ჯგუფს 5 პირის შემადგენლობით);
ე) გამგეობას (სამსახური);
ვ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურის შესახებ რეკომენდაციას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას; კომისიის მიერ დადებითი სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი თანხმობა.
2. კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ შეიძლება იქნენ საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს გადაეცემა საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობა და შესაძლებელია მედალი ან/და ფასიანი საჩუქარი.
4. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ა) საპატიო მოქალაქემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე.
2. ,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში;
გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები.