„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2016 წლის 23 დეკემბერი ქ. წყალტუბო |
|
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა.
4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში.
5. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
უფლებამოსილება აქვს:
ა) წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მქონე საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 3 პირის
შემადგენლობით;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არანაკლებ 25 პირის შემადგენლობით საინიციატივო ჯგუფს;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა 5-კაციან ჯგუფს;
ე) გამგეობის სამსახურს;
ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს.
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების
უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები.
დ) წარდგენილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი.
ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ შეიძლება იქნენ საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად.
მოქალაქის“ წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის
თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
კანდიდატთა რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს წარმოდგენილ კანდიდატურებზე „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე, რაც აისახება სხდომის ოქმში და წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს საპატიო წოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც შემდგომ გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს პატივგების კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობისა და მედლების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან:
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები;
- საპატიო მოქალაქეები;
- მასმედიის წარმომადგენლები;
- გამოჩენილი ადამიანები;
- პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები;
- მოწვეული სტუმრები;
- საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები.
3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და
მედალიონთან ერთად გადაეცემა სამახსოვრო ფასიანი საჩუქარი, ან ფულადი ჯილდო.
4. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში;
გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები;
3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე ქალაქის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს საპატიო მოქალაქეთა ერთდროული, ინდივიდუალური მატერიალური წახალისება.