„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2020 წლის 21 თებერვალი დაბა ლენტეხი |
|
2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს კონკრეტული დამსახურებისთვის.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი:
ა) მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;
ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები);
გ) სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 2 წევრზე ნაკლები. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
დ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან წევრთა ხმების უმრავლესობით;
ე) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ვ) წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;
ზ) სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
თ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ი) სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
კ) სხდომაზე კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს.
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს;
დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა (პარტიისა);
ე) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის არანაკლებ 1%-ს.
2. უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურას წერილობით წარუდგენს სამუშაო ჯგუფს, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირ(ებ)ის რეკომენდაცია, რომელიც ასახავს საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლსა და დამსახურებას;
ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური ან სხვა სახის მასალები.
2. საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
3. პირს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოების დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საზეიმო ვითარებაში (ან მის გარეშე) გადაეცემა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დამადასტურებელი სიგელი და მედალი.
ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა;
ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დამადასტურებელ მოწმობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.