ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2016 წლის 13 სექტემბერი ქ. რუსთავი |
|
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს:
ა) „რუსთავის საპატიო მოქალაქე“;
ბ) „წლის რუსთაველი“;
გ) „დამსახურებული მოღვაწე“ (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).
3. საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწტვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანების სახით, მისივე ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
4. საპატიო წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს საკრებულოს.
ა) საქართველოს მოქალაქეებს – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, რუსთავზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე რუსთაველების ერთგული სამსახურისთვის;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წინაშე რუსთავის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ა) უანგარო დაფინანსება და მხარდაჭერა გაუწია ქალაქ რუსთავში კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებას;
ბ) განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სატელევიზიო, სოციალურ და სხვა საინფორმაციო ქსელში ქალაქის წარმოჩენის კუთხით;
გ) მიიღო მონაწილეობა ისეთ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებაში ეფექტურად რეალიზდა, დაინერგა პრაქტიკაში და დაიმსახურა მოსახლეობის ყურადღება-მოწონება;
დ) ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
ე) წვლილი შეიტანა ქალაქის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. პიროვნული თვისებებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად დაიმსახურა ორგანიზაციების, საქმიანი წრეების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ქალაქის მაცხოვრებლებისგან მაღალი შეფასება;
ვ) ხელი შეუწყო მოვლენის ინიციირებას, რამაც გამოიწვია ფართო რეზონანსი ან შევიდა ქალაქის ისტორიაში და დადებითად აისახა ქალაქის იმიჯზე;
ზ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური სამოქალაქო პოზიციით და სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებებით მაგალითი მისცა ქალაქის მოსახლეობას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული წოდების მინიჭებისას მიეთითება ის კალენდარული წელი, რომლის განმავლობაშიც შეფასდა კანდიდატის საქმიანობა.
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საკრებულოს ფრაქციას;
ე) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ვ) საპატიო წოდების მქონე პირთა ჯგუფს;
ზ) რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფს (არანაკლებ სამი მოქალაქის ინიციატივით).
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით უნდა ახლდეს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც ნათლად უნდა წარმოჩნდეს რუსთავის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ბ) ბიოგრაფიული ცნობები;
გ) წარდგენილი კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური ან სხვა სახის მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო დასკვნას წარუდგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი წოდების აღმნიშვნელი მოწმობა და მედალი წარწერით – „რუსთავის საპატიო მოქალაქე“, „წლის რუსთაველი” ან „დამსახურებული მოღვაწე“.
3. საპატიო წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის თანამდებობის პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) და დასტურდება ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის ბეჭდით.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება, შესაბამისად, მოწმობისა და ჯილდოს გადაცემა ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დღეს.
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება ხდება საზეიმო ვითარებაში.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსთავის საპატიო წოდების მქონე პირის სახელზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა) შესაძლებელია გაიცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო. აღნიშნული თანხა გაიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.