ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №140 |
|
2016 წლის 29 ივნისი ქ. ქუთაისი |
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
|
2. ნუმერაცია – დადგენილი წესით, გარკვეული რიგითობის მიხედვით, უძრავი ქონების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით.
3. ინდექსი – არაბული ციფრი, რიცხვი ან ქართული ანბანის ასო, რომელიც ნუმერაციის რიცხვს ეწერება მარჯვნივ ზემოთ.
2. ნუმერაციის მინიჭება ხდება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
ა. დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ. უძრავი ქონების განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი (საკუთრების შემთხვევაში) ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ. მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ. წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე. საჯარო რეესტრიდან და ამავე სამსახურის ტექბიუროს არქივიდან ინფორმაციები დღეის მდგომარეობით რა რიგითი ნომრის მინიჭებაც ხორციელდება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე;
ვ. იპოთეკის არსებობის შემთხვევაში, იპოთეკარის თანხმობა, ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
ზ. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სხვა დამატებითი დოკუმენტი, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში.
ა. უძრავი ქონების ნუმერაციის არარსებობა;
ბ. უძრავი ქონების გაყოფა ან/და გაერთიანება;
გ. ახალი უძრავი ქონების შექმნა;
დ. არსებულ დოკუმენტებში უძრავი ქონების ნუმერაციის დუბლირება;
ე. სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უძრავი ქონების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია უძრავი ქონებით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
2. დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.