ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2018 წლის 1 ოქტომბერი დაბა ჩხოროწყუ |
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი (დანართი №1);
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მოწმობის ფორმა (დანართი №2).
|
ა) განსაკუთრებული დამსახურება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;
გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
2. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
ე) საინიციატივო ჯგუფს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მოწმობა.
3. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩნდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე.
4. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს დროებით სამუშაო ჯგუფს.
5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.
2. საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი და იგი დასტურდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო ჩხოროწყუელი“.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
დანართი №2
ბატონ (ქალბატონ) ------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის 20---- წლის ----- ----------- № ---- ბრძანებით
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი
------------------------------------------------------ -----------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
,,------“ ,, ---------“ 20-- წ.