ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღების, მინიჭების წესისა და მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №07 |
|
2022 წლის 25 თებერვალი ქ. ბათუმი |
|
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს:
ა) „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქე“;
ბ) „წლის ხელვაჩაურელი“;
გ) „საპატიო მაჭახლელი“;
დ) „დამსახურებული მოღვაწე“.
3. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
2. „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქეს“ წოდება ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინაშე.
ა) მიიღო მონაწილეობა ისეთ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებაში ეფექტურად რეალიზდა, დაინერგა პრაქტიკაში და დაიმსახურა მოსახლეობის ყურადღება-მოწონება;
ბ) უანგარო დაფინანსება და მხარდაჭერა გაუწია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებას;
გ) განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სატელევიზიო, სოციალურ და სხვა საინფორმაციო ქსელში მუნიციპალიტეტის წარმოჩენის კუთხით;
დ) ხელიშეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
ე) საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური სამოქალაქო პოზიციით და სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებებით მაგალითი მისცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
ვ) წვლილი შეიტანა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. პიროვნული თვისებებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად დაიმსახურა ორგანიზაციების, საქმიანი წრეების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისგან მაღალი შეფასება;
ზ) ხელი შეუწყო მოვლენის ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართო რეზონანსი ან შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიაში და დადებითად აისახა მუნიციპალიტეტის იმიჯზე.
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება მაჭახლის ხეობისა და ქვეყნის წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და მაჭახლის ხეობის წინაშე ან/და მაჭახლის ხეობასთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
გ) „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ენიჭება პიროვნებას მაჭახელის ხეობის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა მაჭახელის ხეობის ყველა თაობისათვის, წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის ან ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, მაჭახელის ხეობის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის.
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საინიციატივო ჯგუფს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ე) დადგენილი წესით რეგისტრირებულ არასამთავრობო, საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული ცნობები (CV);
გ) წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო დასკვნას წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და მერიის საჯარო მოსამსახურეები.
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
5. საპატიო წოდების მისანიჭებელ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი წოდების აღმნიშვნელი მოწმობა წარწერით – „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქე“, „წლის ხელვაჩაურელი“, „საპატიო მაჭახლელი“, „დამსახურებული მოღვაწე“, რომელსაც ხელს აწერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო.
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური.
5. წოდების დამადასტურებელი მოწმობის ან/და დიპლომის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ხელვაჩაურელი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს ან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს;
2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მოწმობა №
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება „ ___________________“ მიენიჭა
ბატონ/ქალბატონ ______________________________
(სახელი, გვარი)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 20__ წლის __ __________________ №____ ბრძანებით
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ________________________
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)