ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2020 წლის 4 სექტემბერი ქ. ჭიათურა |
|
წოდების მინიჭების წესი
2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს (სიცოცხლეში ან გარდაცვალების შემდეგ), განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ჭიათურელთა ყველა თაობისათვის.
4. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
5. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არა უმეტეს 5 (ხუთი) პირს.
6. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) ქმედება, რომელიც ეწინაამღდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
ა) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს;
ბ) არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
გ) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის პირველი მუხლის მოთხოვნებთან;
ბ) შესაბამისი ოქმი ან მოქალაქეთა ჯგუფის ხელმოწერები სახელის, გვარის, საცხოვრებელი ადგილისა და პირადობის ნომრის ჩვენებით.
გ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა (გარდაცვლილი კანდიდატის შემთხვევაში ოჯახის თანხმობა).
3. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების წარდგენა წყდება საერთო-სახალხო ზეიმის „ჭიათურობის“ ჩატარებამდე ერთი თვით ადრე.
2. კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. კომისიას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
3. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით.
4. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას იმ კანდიდატის წარდგენაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს და წარმდგენს წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი კანდიდატურის განხილვიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
5. კომისია დასკვნას შერჩეული კანდიდატების თაობაზე განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს წოდების მინიჭებამდე არანაკლებ ხუთი დღისა.
6. მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შერჩეულ კანდიდატებს.
2. მუნიციაპლიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემს საპატიო მოქალაქის მოწმობას.
3. საპატიო მოქალაქეს საპატიო წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო.
2. საპატიო მოქალაქეებს უფლება აქვთ:
ა) გაერთიანდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში;
გ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტეტის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ შუამდგომლობები და რეკომენდაციები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ზ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №2)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის