თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2015 ბოლო ცვლილება 26.07.2019
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
010330000.35.157.016208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №104

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა.დ“  ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  25-ე მუხლის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ დებულება დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“  მოწმობის  ფორმა   დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს N9/5 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ (www.matsne.gov.ge, 110803018, 09/08/2011. სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016052 ).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე

დანართი 1.
დებულება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების     შესახებ

მუხლი 1
1. წინამდებარე დებულებით განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივი საკითხები.

2. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 2
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:

 ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

მუხლი 3
1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს:

ა) საინიციატივო ჯგუფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) გამგებელს;

დ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;

2. კანდიდატურის წამოყენების უფლების მქონე პირები კანდიდატურას წარადგენენ წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს:

ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი  და დამსახურება;

ბ)  ბიოგრაფიული ცნობები;

გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ფოტო სურათი;

მუხლი 4
1. ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს გამგებელს.

2. მუნიციპალიტეტის გამგებელი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.

3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება ნებისმიერ დროს გამგებლის შეხედულებისამებრ.

4. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მუხლი 5
1. პირს შესაძლოა ჩამოერთვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება თუ:

 ა) მან ჩაიდინა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;

 ბ) მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან  ზნეობრივ ნორმებს.

გ) პირადი განცხადებით.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

დანართი 2
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე

ფოტო

მოწმობა

--------------------------------------------------------

სახელი, გვარი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ------- წლის -----  --------------------- N ბრძანებით მიენიჭა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი

-----------------------------------------------

(ხელმოწერა)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა.დ“  ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  25-ე მუხლის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება.

მუხლი 2

დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ დებულება დანართი N1-ის შესაბამისად.

მუხლი 3

დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“  მოწმობის  ფორმა   დანართი N2-ის შესაბამისად.

მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს N9/5 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ (www.matsne.gov.ge, 110803018, 09/08/2011. სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016052 ).

მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე

დანართი 1.
დებულება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების     შესახებ

მუხლი 1
1. წინამდებარე დებულებით განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივი საკითხები.
2. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 2
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:

 ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

მუხლი 3
1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს:
ა) საინიციატივო ჯგუფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) გამგებელს;

დ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;

2. კანდიდატურის წამოყენების უფლების მქონე პირები კანდიდატურას წარადგენენ წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს:

ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი  და დამსახურება;

ბ)  ბიოგრაფიული ცნობები;

გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ფოტო სურათი;

მუხლი 4
1. ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს გამგებელს.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.

3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება ნებისმიერ დროს გამგებლის შეხედულებისამებრ.

4. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მუხლი 5
1. პირს შესაძლოა ჩამოერთვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება თუ:
 ა) მან ჩაიდინა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;

 ბ) მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან  ზნეობრივ ნორმებს.

გ) პირადი განცხადებით.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

დანართი 2
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე

ფოტო

მოწმობა

--------------------------------------------------------

სახელი, გვარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ------- წლის -----  --------------------- N ბრძანებით მიენიჭა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.