ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2018 წლის 28 სექტემბერი დაბა ჩოხატაური |
|
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის საფუძველზე.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო (არაუმეტეს 500 ლარის ოდენობის), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა, ან დაუწესდება რაიმე შეღავათები.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქეობის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინების გარეშე.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №2).
6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი.
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 1%-ს;
დ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წევრები. სამუშაო ჯგუფი, საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი და უნარიანი მოქალაქეების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.