დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2015 წლის 6 თებერვალი ქ. დუშეთი |
|
2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე.
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და დუშეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრ- დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს;
გ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ვ) საინიციატივო ჯგუფს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა;
ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3 X4.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს გამგებელს.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, საზეიმო ვითარებაში, სახალხო დღესასწაულზე „დუშეთობა“. განსაკუთრებულ შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეიტანება დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
6. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ან დუშეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება.
დ) საკუთარი სურვილით.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის / საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის,
----------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ------- წლის ------------ №-----
ბრძანებით, მიენიჭა დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება
გამგებლის ხელმოწერა და ბეჭედი