აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2017 წლის 25 დეკემბერი აბაშა |
|
2. „საპატიო მოქალაქის‘’ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
3. „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს აბაშის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე.
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს და აბაშის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და აბაშის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს:
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) არანაკლებ 50 კაციან საინიციატივო ჯგუფს ან საპატიო მოქალაქის წოდების მქონე 5 პიროვნებას.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კანდიდატის 2(ორი) ფოტოსურათი-ზომით 3X4;
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
4 .„აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, „აბაშობის“ დღესასწაულზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. მოქალაქეს რომელსაც მიენიჭა „საპატიო მოქალაქის წოდება“ შეიძლება გადაეცეს ფულადი ჯილდო ან/და ფასიანი საჩუქარი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეიტანება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში..
7. „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია-დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. (დანართი 2)
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული.
ბ) საქართველოს სახელმწიფოს ან აბაშის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება.
დ) საკუთარი სურვილით.
2. „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
მოწმობის ფორმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.12.2017. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №58. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.110.016321.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №58, 25.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016321 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3950929/