აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2015 წლის 21 ოქტომბერი აბაშა |
|
2. ,,საპატიო მოქალაქის‘’ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს აბაშის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს და აბაშის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან/და აბაშის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს:
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს ;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს ;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
დ) კანდიდატის 2(ორი) ფოტოსურათი – ზომით 3X4 .
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს გამგებელს.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, ,,აბაშობის“დღესასწაულზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ,,საპატიო მოქალაქის წოდება“, შეიძლება გადაეცეს ფულადი ჯილდო ან/და ფასიანი საჩუქარი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეიტანება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში", რომელიც ინახება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
7. „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი 2).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს ან აბაშის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება;
დ) საკუთარი სურვილით.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
მოწმობის ფორმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.10.2015. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.110.016225.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №37, 21.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016225 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3024653/