„დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2023 წლის 24 ნოემბერი ქ. დუშეთი |
1. დანართი №1-ის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მუნიციპალიტეტის მერს.“.
2. დანართი №1-ის მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, საზეიმო ვითარებაში, სახალხო დღესასწაულზე „დუშეთობა“. განსაკუთრებულ შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეიტანება დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
6. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია.“.
3. დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დუშეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.
„დანართი №2
დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა
დუშეთის მუნიციპალიტეტის / საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის,
----------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ------- წლის ------------ №-----
ბრძანებით, მიენიჭა დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება
მერის ხელმოწერა და ბეჭედი“
|