„გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№260
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016696
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №260

2021 წლის 23 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N134 დადგენილება (www.matsne.gov.ge ; 18/12/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016344) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261 და 30-ე მუხლების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, „

2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

2.1 წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის (შემდგომში – სანებართვო მოწმობა)  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების, გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური).“

2.2 წესის მე-2 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - ნებართვის გამცემი), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“

2.3 წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებართვები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) უნიკალური ნომერი;

ბ) უხილავი  საღებავით შესრულებული ქალაქ რუსთავის ლოგო, რომელიც ულტრაიისფერი  სხივების ქვეშ ანათებს (შესაძლოა განთავსდეს ნებართვაზე, ნებისმიერ ადგილას);

გ) სპეციალური საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინესცენციას. „

2.4 წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.“

2.5 წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  გარე რეკლამის  ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს სამსახური.“

2.6 წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.   დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია  უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში) შეაქვს  სამსახურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2021.
როდის იქნა მიღებული „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2021. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №260. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.160.016696.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №260, 23.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016696 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5195759/