„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 28 თებერვალი ქ. რუსთავი |
1.1 „ა) პუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ში:
ა) დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) საჯარო მოხელე(ები) (შემდგომში – საჯარო მოხელე).“;
ბ) დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მუნიციპალური ინსპექციის საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.“;
გ) დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.“;
დ) დანართის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.
„1.2 „ბ) პუნქტით დამტკიცებული „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|