„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №262 |
|
2019 წლის 28 ივნისი ქ. თეთრიწყარო |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ის დებულებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ
წინამდებარე დებულებით განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივი საკითხები.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ამ დებულების შესაბამისად.
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
2, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს:
ა) საინიციატივო ჯგუფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) მერს;
დ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს.
2. კანდიდატურის წამოყენების უფლების მქონე პირები კანდიდატურას წარადგენენ წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ფოტოსურათი.
1. ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს მერს.
2. მუნიციპალიტეტის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება ნებისმიერ დროს, მერის შეხედულებისამებრ.
4. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.
1. პირს შესაძლოა ჩამოერთვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ:
ა) მან ჩაიდინა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
ბ) მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს;
გ) პირადი განცხადებით.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში, დატანილია წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2019.
- როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2019. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №262. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.35.157.016366.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №262, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016366 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4601909/