„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2018 წლის 23 მარტი ქ. ქობულეთი |
|
2. ქობულეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.
3. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „საპატიო წოდების” მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. ყოველწლიურად „საპატიო წოდება“ მიენიჭება 3-5 წარდგენილ კანდიდატს.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება 9 წევრისაგან, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთაგან -3 წევრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთაგან – 3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა-3 წევრისაგან.
3. სამუშაო ჯგუფი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება მერს;
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები ჩაიწერება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
6. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ -ეთიკურ ნორმებს.
2. პირს შეიძლება გაუუქმდეს საპატიო მოქალაქის წოდება საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.