„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.131.016207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2017 წლის 20 ივნისი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა  და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ”   ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებაში და დადგენილების  პრეამბულაში გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტი და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა  და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ”   ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე



დანართი №1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების,  ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძვლებსა და  მისი განხილვის წესს.

2. ქობულეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

3. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.


მუხლი 2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით.

2.   კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) „საპატიო წოდების”  მისანიჭებლად  კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3.ყოველწლიურად „საპატიო წოდება“ მიენიჭება 3-5 წარდგენილ კანდიდატს.


მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1.  ამ წესის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის  გამგებელს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება  9 წევრისაგან, კერძოდ ქობულეთი მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთაგან – 3 წევრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დეპუტატთაგან -3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან – 3 წევრი.

3.  სამუშაო ჯგუფი საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების თაობაზე შეიმუშავებს  რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება გამგებელს.

4.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას  იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები ჩაიწერება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში.

6. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის” დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.


მუხლი 4. საპატიო მოქალაქის  ჩამორთმევა და გაუქმება
1.  პირს შეიძლება ჩამოერთვას  „საპატიო მოქალაქის“ წოდება , თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ)  ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ -ეთიკურ ნორმებს.

2. პირს შეიძლება  გაუუქმდეს საპატიო მოქალაქის  წოდება საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამოსახულია  საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა: “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, მარჯვენა მხარეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის სახელი და გვარი, საპატიო წოდების მინიჭების თარიღი, ასევე გამგებლის სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, (რომლითაც განხორციელდა მინიჭება) ხელმოწერა და გამგეობის ბეჭედი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.06.2017.
როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.06.2017. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.131.016207.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 20.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016207 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3706072/