„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2017 წლის 30 ივნისი ქ. წალენჯიხა |
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებები შეტანა
აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. აპარატი შედგება: აპარატის უფროსის, განყოფილების უფროსების და საჯარო დაწესებულების მესამე რანგის უფროსი სპეციალისტებისაგან.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება;
გ) სამდივნო.“;
„მუხლი 10. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის და მასში შემავალი სპეციალისტების საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს ამ ერთეულში შემავალი მოსამსახურეების თანამდებობრივ მოვალეობებს. აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მოვლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ერთეულის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) უქმნის შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ ერთეულის III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“;
|