გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2014 წლის 10 ოქტომბერი ქ. გარდაბანი |
|
მინიჭების წესი
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება გარდაბნის მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან გარდაბნის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს – გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს;
ბ) საკრებულოს ბიუროს;
გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) გამგებელს.
ვ) შვიდკაციან საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი;
გ) წერილობითი თანხმობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
2. კომისიის შემადგენლობა ყალიბდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარდგენილი 4 წევრისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი 3 წევრისაგან.
3. კომისიის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. კომისია პირველ სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და მათი არყოფნის შემთხვევისთვის – მოვალეობის შემსრულებლებს.
2. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კომისიის დასახელება, სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი, თავმჯდომარის და მდივნის მონაცემები, სხდომაზე დამსწრე წევრების მონაცემები, დღის წესრიგი, განსახილველი საკითხების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (ან მოვალეობის შემსრულებლები).
3. დღის წესრიგის ყველა საკითხს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
4. თუ კომისიის სხდომას არ ესწრება წევრი, კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დგება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – მოვალეობის შემსრულებელი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს კომისიის სათანადო დასკვნის საფუძველზე. პირველ პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას კომისია ამ წესის მე–6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იხილავს.