ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2015 წლის 28 აპრილი ქ. ნინოწმინდა |
|
2. საპატიო წოდებებია:
ა) საპატიო ნინოწმინდელი;
ბ)ნინოწმინდის საპატიო მოქალაქე:
გ)დამსახურებული მოღვაწე.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წინაშე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს –ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს.
ბ) სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს;
გ)ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1⁄3-ს;
დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
ზ) შვიდი ან მეტი სუბიექტისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის - ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე თარგმანით, რომლის სისწორეც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით);
ბ) 2 ფოტოსურათი ზომით 3×4;
გ) წერილობითი თანხმობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.
3. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
4.საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
5. საპატიო წოდების მიმღებს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
ა) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.04.2015. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.142.016125.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №17, 28.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016125 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2824379/