„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2016 წლის 30 ნოემბერი ქ. გარდაბანი |
1. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. შუამდგომლობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ იხილავს 7 წევრისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ყალიბდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარდგენილი 4 წევრისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი 3 წევრისაგან.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომაზე ირჩევს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის მდივანს და მათი არყოფნის შემთხვევისთვის – მოვალეობის შემსრულებლებს”.
2. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების ან მე-9 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ხმათა უმრავლესობით გამოაქვს გადაწყვეტილება.
2. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სამუშაო ჯგუფის დასახელება, სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი, თავმჯდომარის და მდივნის მონაცემები, სხდომაზე დამსწრე წევრების მონაცემები, დღის წესრიგი, განსახილველი საკითხების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები და სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის მდივანი (ან მოვალეობის შემსრულებლები).
3. დღის წესრიგის ყველა საკითხს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
4. თუ სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება წევრი, კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დგება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – მოვალეობის შემსრულებელი”.
3. დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას გარდაბნის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ”.
4. დადგენილების დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამუშაო ჯგუფის სათანადო დასკვნის საფუძველზე. პირველ პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სამუშაო ჯგუფი ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იხილავს.“.
|