საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2016 წლის 29 ივლისი ქ. ბათუმი
|
|
2. „საპატიო მაჭახლელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
3. „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ენიჭება პიროვნებას მაჭახელის ხეობის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა მაჭახელის ხეობის ყველა თაობისათვის. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის ან ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
4. საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: მაჭახელის ხეობის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა.
5. „საპატიო მაჭახლელის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა „საპატიო მაჭახლელის“ წოდება, უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. გამგებელი უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება მაჭახლის ხეობისა და ქვეყნის წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და მაჭახლის ხეობის წინაშე ან/და მაჭახლის ხეობასთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ე) საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს მაჭახელის ხეობის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
2. „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს „საპატიო მაჭახლელის“ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) „საპატიო მაჭახლელის“ კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი;
გ) „საპატიო მაჭახლელის“ მოქალაქეობის კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
დ) „საპატიო მაჭახლელის“ კანდიდატის წერილობითი თანხმობა „საპატიო მაჭახლელის“ მინიჭების თაობაზე
ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან „საპატიო მაჭახლელის“ წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ამ დანიშნულებით შექმნილი კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და არსებული დოკუმენტაცია შეაქვს განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
6. გამგებელი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურისათვის საპატიო წოდების მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე.
2. „საპატიო მაჭახლელის“ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა „საპატიო მაჭახლელის“მოწმობა.
3. „საპატიო მაჭახლელის“წოდების მინიჭება, მოწმობის გადაცემა ხდება დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე „მახლობის“ ზეიმზე ყოველწლიურად.
4. მოქალაქეს „საპატიო მაჭახლელის“წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო.
5 . მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა „საპატიო მაჭახლელის“წოდება, შესაბამის მოწმობას, გადასცემს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. „საპატიო მაჭახლელი“ უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მაჭახელის ხეობის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
„საპატიო მაჭახლელის“ მოწმობა
მაჭახელას ხეობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის,
______________________________________________________________
(სახელი, გვარი)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ________ წლის __________ №_______
ბრძანებით, მიენიჭა „საპატიო მაჭახლელის“ წოდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლი ____________________________
(ხელმოწერა და ბეჭედი) .